12/05/20953 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ამ თემით მანიპულირებს.
„სხვათაშორის, იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებენ, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, ასე რომ ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს და ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული,“- განაცხადა იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ინტერესებში კონსენსუსის მიღწევა არასდროს ყოფილა.
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის ეს უპასუხისმგბელო ნაწილი იმაზე, რომ დაარღვევს 8 მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ კონსენსუსი და ეს იყო იძულება. მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთნხმების ფორმატის მიღმა, რადგან ამ შემთხვევაშ მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ,“- აცხადებს იონათამიშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY