06/04/23256 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი

„ქართული ოცნების“ გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი, - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 4 მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ-ის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის იბრძოლოს ამისთვის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-9 მარტს, მათმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. დიახ, დღეს სანქცირებულია 4 მოსამართლე, მაგრამ კიდევ მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. მეგობრებო, ჩვენს გვერდით არის აშშ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენს ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან. ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. ამიტომ, მინდა პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მივმართო-შეეშვით ხალხის ნების გაყალბებას, "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ერქვას. ჩვენს გვერდით დგას აშშ და ევროკავშირი. იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდგომი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა. არა უბრალოდ სანქციები, არამედ კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაქვთ დრო მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება",-განაცხადა ვაშაძემ.
მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ არ მოდუნდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" არის რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი და ერთადერთი, რაც მათ უნდათ ისაა, რომ საქართველოში რუსული ჭაობი იყოს.
"საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, როცა საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას ყველანი ერთად მოვახდენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, "ქართული ოცნების" გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი. სხვა მოსამართლეებსაც, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მყოფ სხვა პირებს, რომლებიც ხელს აწერდნენ ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო აშშ-ის მთავარი გზავნილი და 7-9 მარტს იმ მრავალათასიანი მიტინგის დროს, რომელიც თბილისში, რუსთაველზე იყო. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრი. ვფიქრობ, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება არის სწორედ ის ძალა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებას მოგვიტანს", - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.