06/04/23239 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

სასამართლო დღეს არის დასანქცირებული, ეს არის "ოცნების" პოლიტიკის კრახი - ანა ნაცვლიშვილი

ლელო" უმნიშვნელოვანეს, საერთაშორისო გადაწყვეტილებას უწოდებს აშშ-ს მიერ 4 ქართელი მოსამართლის დასანქცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. 
ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა, რომ სასამართლო დღეს საქართველოში არის დასანქცირებული და მისი თქმით, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი.
„ლელო საქართველოსთვის" მიესალმება აშშ-ს გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას იცხოვრონ სამართლიან და არა კლანურ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება, ასევე არის ძალიან ღია გზავნილი ქართული ოცნების და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ  წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, არა თუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინა და უვადოდ მიესაჯათ საქართველოს მოქალაქეებისთის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა.
ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს იმიტომ, რომ არაფერი მათ არ გამოსდით არც რეფორმები, არც ინფრასტრუქტურული პროექტები, არც უსაფრთხოება, არაფერი ამათი გაკეთებული არ სძლებს და ვერ სძლებს.
მე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები გამოიყენა, არა ცალკეული მოსამართლეების, ცალკეული გადაწყვეტილების გამო, არამედ სასამართლოს კლანურად მართვის გამო იმიტომ, რომ მან დაასანქცირა სასამართლოში თანამდებობის პირები, ესეიგი მართვის სისტემა არის კლანური ამას ნიშნავს ეს გადაწყევტილება და მთელი ის რეფორმები ბრჭყალებში, რომელსაც ქართული ოცნება წლების განმავლობაში ატარებდა და ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ ინტერესებს დაიცავდა. ეს სასამართლო დღეს არის დასანქცირებული.
მე მინდა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ძალიან მძიმე უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით კლანის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ შორის დადებული უკანონო კონტრაქტის და გარიგების მხილების ფრონტის წინა ხაზზე, ყველას ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ბოლომდე შეუპოვრად ეს პროცესი არ გაჩერდა და დადასტურებულად და დამტკიცებულად მივიდა ამ შედეგამდე“ - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ