06/04/23338 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიუღებელია კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს - რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიუღებელია "კოლექტიური დასავლეთის" მცდელობები, უკრაინიდან კონფლიქტის ამიერკავკასიაში გადატანასთან დაკავშირებით. 
განცხადებაში წერია, რომ თბილისს მოუწოდებენ "მეორე ფრონტი" გახსნას რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში.
"ცალ-ცალკე ხაზი გაუსვეს „კოლექტიური დასავლეთის“ მიმდინარე მცდელობების მიუღებლობას, გადაიტანოს უკრაინიდან ამიერკავკასიაში  კონფრონტაციის ლოგიკა, რაც გამოიხატება პროვოკაციულ მოწოდებებში თბილისის მიმართ, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სწრაფ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და მათ მიერ წარმოდგენილ ორგანიზაციებისგან", - ნათქვამია რუსეთის საგარეოს განცხადებაში. 
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ადგილზე" არსებული ვითარების განხილვისას "კმაყოფილებით აღინიშნა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავება".
"შედეგად, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონში ვითარება შედარებით მშვიდი რჩება. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობაში პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება მოლაპარაკებების სხვა ხაზებით, მათ შორის „ცხელი ხაზებით“ და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში", - წერია განცხადებაში. 
განცხადებაში წერია, რომ დღის წესრიგში დგას "საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე" მსგავსი მექანიზმის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY