Reuters: აშშ უკრაინისთვის 2,6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინისთვის 2.6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რადარებს, საზენიტო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და ლოგისტიკურ აღჭურვილობას. Reuters-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი დახმარების ახალ პაკეტს ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებს.
ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, საბოლოო პაკეტი შაბათ-კვირას ჩამოყალიბდება. უფრო მეტიც, დაფინანსების მთლიანი ოდენობა, ისევე როგორც აღჭურვილობის კონკრეტული ტიპები, შესაძლოა საბოლოო ვერსიაში შეიცვალოს.
"სავარაუდოა, რომ აღჭურვილობის ნუსხაში ასევე შევა ნახევარი ათეული სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალა" - წერს გამოცემა.გარდა ამისა, პაკეტი შეიძლება შეიცავდეს მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, ხიდის აღჭურვილობას, აღდგენის მანქანებს, დამატებით ჭურვებს NASAMS-ის საზენიტო სისტემებისთვის და სხვა აღჭურვილობას.