31/03/23639 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა მეტამორფოზი განიცადა - პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს, ოღონდ მივმართავ, პილპილ მოყრილი არ გამოგივიდეს, თუ რაღაცას აკეთებ, ბოლოს არ გაამწარო, გააკეთე დროზე

სალომე ზურაბიშვილს რაღაც, პატარა ავტონომიური მოძრაობები ადრეც ჰქონდა, მაგრამ დღეიდან მან ფაქტობრივად დაგმო თავისი წარსული, - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებული განცხადებები.
რომან გოცირიძის შეფასებით, დამთავრდა სალომე ზურაბიშვილის ის ეტაპი, როდესაც ის იყო „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი.
„დღევანდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილმა მოიჭრა ყველა კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ამით დამთავრდა მისი ეტაპი, როდესაც იყო „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მისი ინტერესების გამხმოვანებელი. მახსოვს, როდესაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადების შესახებ ევროკავშირის რეზოლუციაში, სალომე ზურაბიშვილი ფაქტობრივად გადაეფარა მაშინ ივანიშვილს, ირიბად გააკრიტიკა ევროკავშირი, რომ ივანიშვილს ასე მოიხსენიებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულწილად ლობირებდა მის ინტერესებს, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ადამიანია. სალომე ზურაბიშვილმა ნათლად დაინახა ის, რასაც ხედავდა მთელი ქვეყანა ამ ბოლო წლების განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილმა განიცხადა მეტამორფოზი, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა ფერისცვალება - მოხდა მისი აბსოლუტური ტრანსფორმაცია ურჩხულად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, რომან გოცირიძის მტკიცებით, ის დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
„ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, როგორც 2x2=4, ის ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ოღონდ მე ახლა მასაც მივმართავ, მოდი, რა, პილპილ მოყრილი არ გამოგივიდეს, თუ რაღაცას აკეთებ, ბოლოს არ გაამწარო, გააკეთე დროზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA