31/03/23458 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არ ხართ ობიექტური, ნაცმოძრაობის ნარატივის აძლიერებთ, პოლარიზაცია გააღრმავეთ - მდინარაძე ზურაბიშვილს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში იყო უკიდურესად ტენდენციური. მისივე აზრით, პრეზიდენტმა მიზნად დაისახა, "ოცნების" პიარული გარუსების კამპანიას შეუწყოს ხელი.
"დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში და ეს არ მგონია მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასება იყოს, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამისი მოლოდინი დავაფიქსირეთ, ოღონდ ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნდა. 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა "ქართული ოცნება" არ იყო ჯერ ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია ქართული ოცნების პიარული გარუსების შესახებ, და ამ სპეცოპერაციის, ამ მავნებლობის მსხვერპლი, ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წელს, თუმცა შეიძლება ხელშეწყობაც იყო ამისი მისი მხრიდან, მაგრამ იყო ეს ნარატივი სამწუხაროდ პრეზიდენტობის კანდიდატზეც გატარებული, ეს გრძელდება დღესაც, მაგრამ დღეს სამწუხაროა იმდენად რამდენადაც თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად როგორც ჩანს დაისახა რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი მიზანი მისი გამოსვლის და მთავარი მიზანი, ძირითადი, ეს გახლდათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 
მდინარაძემ ზურაბიშვილს ჰკითხა იგივე პოზიცია აქვს თუ არა მას 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, იციან "ნაცმოძრაობის" კონკრეტული მიზანი - პოლარიზაცია და დღეს ზურაბიშვილმა სტარტი მისცა პოლარიზაციის ახალ ტალღას - "დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, დასტარტეთ, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას".
მდინარაძემ ასევე იკითხა, ხომ არ ემთხვევა ზურაბიშვილის დღევანდელი პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად "რადიკალური ოპოზიციის" მიზანს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
"თქვენ დღეს, ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ ნაცმოძრაობის ცრუ კამპანიაც, გააძლიერეთ მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - თქვა მდინარაძემ. 
მდინარაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა ქალთა უფლებების საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამოც
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA