29/03/23414 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა გილაური - ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“.
ვწერ - გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ - მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - წერს ნიკა გილაური.
ცნობისთვის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY