29/03/23257 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, რომ ჩვენ დავსუსტდით, ზეწოლას გაზრდის - ზელენსკი ბახმუტზე

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტში წარმატებას მიაღწევს, პუტინი ამ გამარჯვებას საერთაშორისო თანამეგობრობას საზოგადოებას მიჰყიდის და უკრაინაშიც საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს - "ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას და მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ“ - ამბობს ზელენსკი Associated Press-სთან ინტერვიუში
„თუ ის [პუტინი] იგრძნობს სისხლის სუნს, რომ ჩვენ დავსუსტდით, ის ზეწოლას გაზრდის" - ამბობს ზელენსკი და დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინისთვის საჭირო იარაღის დროულად გადაცემისკენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის მიმდინარეობისას უკრაინის არმია დასავლეთის ქვეყნების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალითა და იარაღით გაძლიერდა, თუმცა როგორც ზელენსკი ამბობს, დაპირებული იარაღის ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩასულა ქვეყანაში. მისივე თქმით, დაპირება არსებობს "პატრიოტებთან" დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული სარაკეტო სისტემა, ჯერ კიდევ არ აქვთ. მიუხედავად, ამისა, უკრაინელი ჯარისკაცები აშშ-ში იანვრიდან გადიან შესაბამის წვრთნებს ამ სისტემის გამოყენებისთვის. 
ზელენსკი ამბობს, რომ რუსული რაკეტებისგან თავდასაცავად შესაძლოა 20 პატრიოტის სისტემაც არ იყოს საკმარისი, რადგან "ამდენი ბალისტიკური რაკეტით მსოფლიოს არცერთ ქვეყანას თავს არ დასხმიან".

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY