ღამის განმავლობაში რუსების მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 28 მარტის ღამით რუსების მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" დრონიდან 14 გაანადგურეს.
გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 62 შეტევა 5 მიმართულებით, ასევე დაარტყეს მტრის საარტილერიო ქვედანაყოფს საცეცხლე პოზიციაზე.
"ღამით მტერმა ავიაიერიშების განსახორციელებლად გამოიყენა შაჰედ-136 ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 14 გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა", - თქვა გენშტაბმა.უწყების ცნობით, შემდგომი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის ალბათობა ისევ მაღლია მთელ უკრაინის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 62 შეტევა 5 მიმართულებით, ასევე დაარტყეს მტრის საარტილერიო ქვედანაყოფს საცეცხლე პოზიციაზე.