პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას": "ხელისუფლება, მოძალადეს აგულიანებს, გრცხვენოდეთ"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს სოლიდარობას უცხადებს.
"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევებში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერ თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. - თქვა პრეზიდენტმა.