27/03/23441 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია - ნორვეგიის ელჩი საქართველოში

"გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია" - ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, "მთავარი არხის" კითხვის საპასუხოდ. წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ჯილდოს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიიღო ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს. 
"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ამბობს ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხად.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA