27/03/23319 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოკუპირებულ მარიუპოლში რუსების მიერ დანიშნული პოლიციის უფროსის მანქანა ააფეთქეს

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნული პოლიციის ე.წ უფროსის, მიხაილ მოსკვინის მანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.
მარიუპოლის საკრებულოს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 8:07 საათზე, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, ბაზართან ახლოს მოხდა.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მანქანა მარიუპოლის "წინააღმდეგობამ" ააფეთქა.
"მარიუპოლის წინააღმდეგობამ ოკუპირებულ მარიუპოლში ააფეთქა მანქანა, რომელიც ერთ-ერთ უმაღლეს სამხედრო ოფიცერს ეკუთვნოდა, დეტალები მოგვიანებით", - ამბობს მარიუპოლის მერი 
მოგვიანებით, რუსულმა სამთავრობო მედიამ, TASS-მა დაადასტურა, რომ აფეთქებული მანქანა ნამდვილად მიხაილ მოსკვინს ეკუთვნოდა. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ მაღალჩინოსანი აფეთქებას გადაურჩა და მან მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო. აფეთქების დროს, იგი მანქანიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA