27/03/23383 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ბირთვული შანტაჟის ქვეშ ამყოფოს

რუსეთი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.
ამასთან, როგორც ბატიაშვილი აცხადებს, გლობალურ მასშტაბში მნიშვნელობა არ აქვს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება თუ ბელარუსის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს მოსკოვის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესება მოჰყვება.
„გლობალურ მასშტაბში რუსეთი ახალს არაფერს აკეთებს. ის ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, რასაც ემსახურება ეს განცხადებები. რეალურად, ეს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული თუ ბელარუსის ტერიტორიაზე, გლობალურ მასშტაბში ეს არაფერს ცვლის, უბრალოდ ეს არის პროპაგანდისთვის, იმისთვის, რომ დააშინონ დასავლეთი, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი, რომ მათ შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღი. რეალურად ამას მოჰყვება ის, რომ სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ. ამით არც უკრაინელები შეშინდებიან და არ შეწყვეტენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია დასავლეთის დასაშანტაჟებლად“,- აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ბელარუსს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ პუტინს „გიჟურ“ გადაწყვეტილებებში აჰყვეს.
„რაც შეეხება ბელარუსს და მის დიქტატორს, ლუკაშენკოს, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ის იძულებულია კიდევ და კიდევ უფრო მეტი დაუთმოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან იცის, რომ შეიძლება მისი ფიზიკური ლიკვიდაციითაც დასრულდეს ყველაფერი თუ წინააღმდეგობას გაუწევს. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ამიტომ, ის არის ერთგვარად მოქცეული კუთხეში, მას არ აქვს ბევრი სვლა, არ აქვს გამოსავალი სიტუაციიდან და იძულებულია დაეთანხმოს პუტინს სიგიჟეების ჩადენაში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.