25/03/23470 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსულმა ოცნებამ დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყო - ენმ

რუსულმა ოცნებამ დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყო - ნათქვამია ენმ-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც პარტია გვიან ღამით მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ავრცელებს:
"რუსულმა ოცნებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა. 
ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას - ყოველ მიზეზ გარეშე. 
ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! 
7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში!
შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ
ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! 
ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას! 
გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!" ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,