25/03/23598 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში

სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ნიჰილიზმსა და შიშს თესავს მოსახლეობაში ომისა საფრთხისა და იმის გამეორებით, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.
„რომ აიღო პრემიერ-მინისტრის 2014 წლის გამოსვლა, სხვა გამოსვლები, ერთი ერთში იმეორებს იმავე ნარატივს, ვერ ვითარდება პრემიერი, ოღონდ შემოამატა უკრაინა და დაამატა დასავლელი პარტნიორების ლანძღვა. პრემიერი რას ნიშნავს, ხელისუფლება რას ნიშნავს? ნიჰილიზმი და უიმედობა კი არ უნდა გააღვივო, კი არ უნდა დათრგუნო ომის საფრთხით შენი მოსახლეობა, პირიქით, საფრთხეზეც ისაუბრე, მაგრამ პერსპექტივა დაანახე. მესამე მსოფლიო ომზე დაიწყო საუბარი, თითქოს რაიმე ფორმით ზეგავლენა შეუძლია საქართველოს მესამე მსოფლიო ომის აცილებაზე. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო - სულ ბირთვული სახელმწიფო იყო რუსეთი. როცა ახალგაზრდებმა თავისუფლება მოინდომეს, მაშინაც ეუბნებოდნენ, ეს ბირთვული სახელმწიფოა არ გინდათ თავისუფლებაო. ახლა იმავეს გვეუბნებიან იგივე ხალხის სულიერი მემკვიდრეები, რომ ევროპა და ნატო არ გვინდა, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო. არ დაიჯეროთ ხალხო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ის გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში“,- განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულება ღირსების შემლახველად მიაჩნიათ და ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედება - არა.
„ამბობენ ჩვენ ევროპაში კი გვინდა, მაგრამ ღირსებით გვინდაო, ანუ რას გვეუბნებიან კობახიძე და ღარიბაშვილი, დაპროგრამებულები რომ არიან, ევროკავშირი რომ გვთხოვს, სასამართლო იყოს სამართლიანი და მურუსიძე არ აკონტროლებდეს და კლანიო, ეს ღირსების შელახვად მიიღეს, ბიძინა ივანიშვილი კი არა ხალხი მართავდეს ქვეყანასო, ეს ღირსების შელახვად მიიღეს, კორუფცია არ უნდა ჭამდეს, ეს დაასრულეთო და ველურები არ იყოთ და ყოფილი ხელისუფლებები და პრეზიდენტები არ მოკლათ და არ გაანადგუროთო, ეს ღირსების შემლახავია ჩვენთვისო, ღირსების შემლახავი ის არ არის, კაცო, ბიძინა რომ დაგიძახებს და ორ ფეხზე დადგები ცუგასავით, ეგ არ არის ღირსების შემლახავი ?!“- განაცხადა მაჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY