25/03/23334 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შტატებმა და კანადამ პირობა დადეს, რომ კიევის მხარდაჭერას გააგრძელებენ

აშშ-სა და კანადის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას, შეუძლია მათი იმედი ჰქონდეს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადებები ოტავაში გააკეთეს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება.
ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადამ უკვე გაუწია კიევს მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, მათ შორის საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალებით და რომ კანადელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს 2015 წლიდან წვრთნიან.
ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს, კანადისა და მოკავშირეების მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედებს და კრემლის სამხედრო ბიუჯეტი იწურება.
ოტავას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთის პრეზიდენტმა ვერ მიაღწია მიზნებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY