25/03/23320 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ბახმუტში ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას - ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ტელეფონით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსს, ადმირალ  სერ ტონი რადაკინს ესაუბრა. როგორც ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, ბრიტანელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები სიტუაციის დასტაბილურებას ახერხებენ:
"თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. შევთანხმდით განვავითაროთ თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ კონტაქტი. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - წერს ზალუჟნი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY