24/03/23362 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ცისკარიშვილი ბერბოკთან შეხვედრაზე - მთავარი საკითხი იყო მიშა სააკაშვილის საკითხი, ასევე ნიკა გვარამიაზე ვისაუბრეთ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები

ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ასევე ისაუბრეს ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც.
ცისკარიშვილის თქმით, ბერბოკი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას ფლობს.
„მთავარი საკითხი იყო მიშა სააკაშვილის საკითხი, ასევე ნიკა გვარამიაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები.
მიშას შემთხვევაში მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, შეიძლება გარდაიცვალოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ სიტუაციაშია, შეიძლება უბრალოდ მოკვდეს, ეს ავუხსენით ქალბატონ ბერბოკს. მას ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის ეგიდით პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეხვედრა ანალენა ბერბოკთან გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდნენ 
მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY