24/03/23571 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან - ერთ ადამიანს ათი სცემდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ადამიანები, რომლებიც სხედან პლენარულ სხდომათა დარბაზში, კრიმინალები არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ფოიეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ, მათ შორის, ფიზიკურად.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მაშინ, როცა ქვეყანაში იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„პრემიერ- მინისტრი მოღალატეობრივი ტექსტებით გამოდიოდა და პირდაპირ ცილი დასწამა ცალკეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს, შეურაცხყოფა მიაყენა გუბაზ სანიკიძეს, შეკამათების შემდეგ, მას ათამდე დეპუტატი და უცხო ადამიანები დაესხა თავს, როგორც ჩანს, ისინი პრემიერს ჰყავდა დაცვიდან ან არ ვიცი, ვინ იყვნენ, ძნელი იყო გარჩევა, ერთ ადამიანს ათი ადამიანი სცემდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნნენ.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY