20/03/23838 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - უმრავლესობის დაშლა ლოგიკურია - იმ 76 ადამიანიდან, ვინც იმ საძაგელ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მცირე ნახევარს მაინც ალბათ გული ერეოდა და არ უნდოდა ამის გაკეთება

„მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის ჯერ მიღების და ჩაგდების შემდეგ უმრავლესობაში მღელვარება და აზრთა სიმძაფრე მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, ლოგიკურია, თუ ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი მანდატს დატოვებს. ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ დეპუტატთა დიდ ნაწილზე სხვადასხვა მოტივით ზეწოლა განხორციელდა.
,,უმრავლესობაში გარკვეული მღელვარება და აზრთა სიმძაფრე გაჩნდა იმ ცნობილი კანონის ჯერ მიღების, მერე კი ჩაგდების შემდეგ. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი პოზიცია, ციდან არ ჩამოფრენილან და მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ წიაღში არ დაუწყიათ ცხოვრებისეული გზა და კარიერა. ეს ადამიანები ცდილობენ, დაიცვან თავისი პოზიცია. სავსებით ლოგიკურია, და მეც ველოდები, რომ ამას გარკვეული ცვლილებები მოჰყვება. დიდი სიამოვნებით მივადევნებდი თვალყურს ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის რღვევას. ,,ქართული ოცნების ლიდერებმა უმრავლესობის წევრებს ძალიან ცუდი რამ მოახვიეს თავს ცოტა ხნის წინ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ 76 ადამიანიდან, ვინც იმ საძაგელ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მცირე ნახევარს მაინც ალბათ გული ერეოდა და არ უნდოდა ამის გაკეთება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია და არ გადამიმოწმებია სათითაოდ, მაგრამ ორი წელია აქ ვმუშაობ, მეტ-ნაკლებად ვიცნობ არაერთ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს არ უნდოდა ხმა მიეცა იმ კანონისთვის, მაგრამ სხვადასხვა მოტივით განხორციელდა მასზე ერთგვარი ზეწოლა და ისინი აიძულეს, რომ ხმა მიეცათ. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ უკმაყოფილება მოჰყვა ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის და ლოგიკურია, რომ ზოგმა შეიძლება მანდატიც კი დატოვოს. მე ვუსურვებ ,,ქართულ ოცნებას“ და მის საპარლამენტო უმრავლესობას დაშლას და რღვევას, რადგან ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მოსალოდნელი და ეს ასე მოხდება კიდეც“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ყველა დეპუტატს ადგილმონაცვლე ვერ შეცვლის, მაგალითად დავით სერგეენკოს, რადგან ის საბურთალოს ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია, შესაბამისად, მანდატის დატოვების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს და რაც შეეხება ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და ირაკლი კოვზანაძეს, პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, მათ პარტიული სიის მომდევნო ნომრები ჩაანაცვლებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA