14/03/23720 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ლიბერალური ფაშიზმი ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს ვერ გაგვაჩუმებს - ხუნდაძე

„ვდაობთ იმაზე, რაც სადავო არ არის. ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ ვისაც ცალ ფეხზე დგომით და სრული მორჩილებით სურს, ის „პროევროპელია“, ვისაც ღირსებით უნდა უკეთესი ევროპა, ის „პრორუსი“. იქნებ გამოსავალი იმაშია, რომ ყველა ვიყოთ პროქართველი და თითოეული ჩვენგანის უპირატესი ინტერესი ჩვენი სამშობლო, ერთმანეთზე ზრუნვა იყოს და არა მტრობა. ისედაც დიდია საფრთხეები და რაოდენობრივად ცოტანი ვართ. ღირსებას, პრინციპულობას, უკეთესი ევროპის სურვილს ან თუნდაც განსხვავებულ აზრს რუსეთუმეობას თუ დავარქმევთ, თავად შევუწყობთ ხელს რუსული ინტერესების რეალიზებას საქართველოში.
ჩვენ ოჯახში ერთმანეთს ვეუბნებით – „მე ვარ ქართველი და მსურს უკეთესი ევროპა“.  დღეს, ვინც ახალგაზრდებს აგრესიისკენ მოუწოდებს, თავად არის მათივე მომავლის მტერი. ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში იქნა შემოყვანილი. საქართველოს მტერს სურს ქვეყანაში ძმათაშორის დაპირისპირება, სისხლისღვრა და უკრაინის ომში ჩართვა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა კი კიდევ ერთხელ მოტყუებული რჩება მათგან.
მოვუწოდებ ყველას, რადგან ორივე მხარის მიზანი ევროპული გზაა, ამ გზაზე ღირსებით ვიაროთ პროქართული პოლიტიკით და ეროვნული ინტერესებით. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ბრძოლას გამართლება. თუ ვინმეს ესეც არ ესმის და თუ ვინმემ პოლიტიკური კეკლუცისთვის ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან სამშობლოს გულწრფელი სიყვარული ღალატად მონათლა, რადგან მათ ეს ვიღაცამ უთხრა ან წაკითხვა დაეზარა, თქვენ ხართ საშიში ქვეყნისთვისაც, ახლობლობისთვისაც და მეგობრობისთვისაც. ლიბერალური ფაშიზმი ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს ვერ გაგვაჩუმებს. სამშობლოს სიყვარულს კი საეჭვო სიჩუმეც აზიანებს".[საზოგადოებრივი მაუწყებელი]
ამბობს "ხალხის ძალის" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,