11/03/23832 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გურამ მაჭარაშვილი - ამ კანონპროექტმა მინიმუმ 60-70%-ით თავისი საქმე გააკეთა - საზოგადოებამ დაინახა, ვის "ეტკინა" ეს კანონპროექტი - "ეტკინათ" მათ, ვინც რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა

ამ კანონპროექტმა მინიმუმ 60-70%-ით თავისი საქმე გააკეთა და არასამთავრობო სექტორის ლუსტრაცია მოახდინა - ხომ ამბობდნენ, გამჭვირვალე ვართ და გვიდევს ინფორმაციაო, ახლა კანონპროექტი აღარაა და გამოაქვეყნონ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ახალგაზრდების რადიკალურ პროცესებში ჩართვის რისკი არსებობდა.
„დავინახეთ, რომ რევოლუციური სცენარები იყო პირდაპირ ეთერში, რაც შემდეგ მერაბიშვილისგან და ხაბეიშვილისგანაც დადასტურდა. მაღალი რისკი იყო, რომ ახალგაზრდები, ვინც ამ რადიკალურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე მივიღეთ კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილება. ამასთან, კანონპროექტმა თავისი მიზნის დიდი წილი უკვე შეასრულა. საზოგადოებამ დაინახა, ვის „ეტკინა“ ეს კანონპროექტი - „ეტკინათ“ მათ, ვინც რადიკალურ პროცესებს აფინანსებდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციასთან, რომლებიც რევოლუციურ სცენარებს არ ემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს.
„ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც შტურმს, რევოლუციურ სცენარებს და ძალადობას არ გაემიჯნება, თანამშრომლობას აზრი არ აქვს. საქართველოში საზოგადოებამ შტურმი დაინახა და თუ ამას არასამთავრობო სექტორი არ ემიჯნება, ეს მათი პრობლემაა და აქ არავითარი ევროპული სტანდარტი არ არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც პოლარიზაციას უწყობენ ხელს.
„როდესაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს, ჩვენი პარტნიორების და მათი ორგანიზაციების მხრიდან არ უნდა მოხდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას. როდესაც, ერთი მხრივ, ამბობ, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და მეორე მხრივ აფინანსებ ისეთ არასამთავრობო სექტორს, რომელიც დეპოლარიზაციას უწყობს ხელს, ეს ორმაგი სტანდარტია“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.