11/03/23832 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რა საკითხები განიხილეს სალივანმა და ზურაბიშვილმა? - თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანისა და პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
განცხადების თანახმად, მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
თეთრი სახლის ცნობით, მათ ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადვოკატირებაზე ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის შესახებ რეფორმების მიღწევისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს კანდიდატურის გასაძლიერებლად.
"მათ ასევე განიხილეს საერთო შეშფოთება საგარეო დაფინანსების მიღებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და სტიგმატიზაციის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მათი თემების გაუმჯობესებისკენ. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, გაიწვიონ ორი კანონპროექტი. 
და ბოლოს, მათ განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხი აგებინოს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა.",- ნათქვამია განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA