10/03/23846 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კობახიძე "ხალხის ძალას" მადლობას უხდის და ამბობს, რომ რუსულმა კანონმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, "რუსულმა კანონპროექტმა", რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენაზე ჩააგდო, "თავისი მნიშვნელოვანი საქმე" გაკეთა. მან "ხალხის ძალას" მადლობა გადაუხადა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებისთვის.
კობახიძემ ჩამოთვალა სამი "მნიშვნელოვანი საქმე", რაც მისი აზრით, კანონპროექტმა გააკეთა:
"ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე, ასევე ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები, ორგანიზაციები უფრო სწორად, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის იგივე, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, როგორიცაა პივიტის გაყალბება, ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის. ეს ორგანიზაციები არიან არა ქართველის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ,  შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ NGO-ების ხელით, საქართველოში ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, ამისათვის მადლობას ვუხდი მე " ხალხის ძალის" გუნდს და ასევე თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს", - თქვა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.