10/03/23693 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"იზოლატორში 36 საათი საჭმელი არ მოუციათ, წყალი უბინძურესი ხელსაბანიდან დალიეო" | აქციაზე დაკავებული რეჟისორი

რუსული სტილის კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული რეჟისორი,  გურამ მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და მისი დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებზე წერს. 
"სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო. ახლა დაკავებიდან 48 სააათი გამივიდა და მეტით იქ გაჩერების უფლება აღარ ჰქონდათ კანონით. გარეთ ვარ. მთელი ეს დრო მეგონა, რომ ზაჰესში ვიყავი, ასე მითხრეს და თურმე ყველას ასე უთხრეს ჩემზე. აღმოჩნდა, რომ სულ სხვაგან ვიყავი. დახურული და რემონტზე გასული #2 წინასწარი დაკავების იზოლატორი გახსნეს სპეციალურად ამ ღამისთვის.
ერთადერთ მომენტში შევაქციე ზურგი სპეცრაზმს და მომენტალურად ზურგს უკნიდან მომეპარნენ და შემითრიეს პოლიციის დიდ ჯგუფში. მედავებიან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას. ხვალ სასამართლოზე მჭირდება ვიდეომტკიცებულება, რომ დაკავების მომენტში ამათ საერთოდ ვერ ვხედავ და არ ვუწევ წინააღმდეგობას. დაკავება მოხდა ზუსტად 02:00 საათზე [8 მარტს] კინო რუსთაველის კუთხეში. თუ რომელიმე მედიას ამ დროით კადრების ამოგდება შეგიძლიათ, მტკიცებულებად წავიღებ, განცალკევებით და წინ ვდგავარ, ამიტომ იოლი საპოვნელი იქნება კადრები." ,- წერს მაცხონაშვილი.
რეჟისორი წერს, რომ იზოლატორში 36 საათის განმავლობაში არც საჭმელი მისცეს და არც წყალი. 
"დაკავებიდან 15 საათი საჭმელი არ მომცეს. 15 საათის შემდეგ ჩემს საკანში შემოვიდნენ ლევან იოსელიანი და გიორგი ბურჯანაძე. მათ რომ ვუთხარი საკვებზე, ამის მერე დაფაცურდნენ. გავაფრთხილე, რომ ვიყავი ვეგეტარიანელი და ნებისმიერი რამე მოეცათ, ხორციანის გარდა. კარგიო. 20 წუთში მომიტანეს ხორციანი მაკარონი, რომელიც უკან გავატანე. ამის შემდეგ კიდევ 10 საათი არ შემომაწოდეს საჭმელი. მერე ცვლა შეიცვალა და ისინი დამპირდნენ შემოგიგზავნითო. ისე დავტოვე იზოლატორი 36 საათის თავზე (და მერე 9 საათი სასამართლოს შენობაში), რომ საჭმელი არ მოუციათ. იმედი მაქვს, მოსამართლე გაიაზრებს, რომ ეს დამსჯელობითი ქცევა იყო და იმასაც გაიაზრებს, რომ ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში ვეგეტარიანელობა/ვეგანობა რწმენის საკითხად განიხილება და მათი ქცევა დისკრიმინაციულია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამდენ ხანს დაკავებულის შიმშილობა არ შეიძლება. ასევე არ მომცეს წყალი და "მაქედან" დალიეო. "მაქედან" იყო უნიტაზზე დამონტაჟებული უბინძურესი ხელსაბანი.",- ნათქვამია მის განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA