06/03/23486 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ხომ ხედავთ, რომ სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან - ჩვენ რას ვაპირებთ?! ვიბრძოლებთ ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში

სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სრული კოორდინაცია აქვს და აპირებს მიიღოს ყველა განხილვაში მონაწილეობა, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონს შეეხება. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს უჭერენ, საქართველოს მოსახლეობამ განაჩენი უნდა გამოუტანოს.
„სრული კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან. თქვენ ხედავთ, რომ სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას, მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება. ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ კატეგორიულად, მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია და შევუქმნით პრობლემას აბსოლუტურად ყველგან. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად საქმე გვაქვს რუსულ ძალასთან „ქართული ოცნების“ სახით. ხომ ხედავთ, რომ სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან. ჩვენ რას ვაპირებთ?! ვიბრძოლებთ ყოველ წუთას, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში. დღესაც კიდევ თუ იქნება სადმე განხილვა ამ კანონის, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას და ყველგან ვაჩვენებთ ხალხს მათ მხდალ რუსულ სახეს. ბიუროს სხდომაზეც ოპოზიცია აუცილებლად შევა. ყველგან შევალთ და ყველგან დაგანახებთ, როგორ ჩასვრილები და დამალულები იქნებიან სპეცსამსახურების ზურგს უკან. ამ ადამიანებს საქართველოს ყველა მოქალაქემ საკუთარი განაჩენი უნდა გამოუტანოს. ვიცი, რომ ამ დეპუტატებს, ბევრს, საკუთარი ოჯახის წევრებში აქვს პრობლემა, თავისი ოჯახის წევრები უპირისპირდებიან იმ ანტიქართული ქმედების გამო, რასაც ისინი აკეთებენ. თქვენ ნახავთ, რომ ეს ადამიანები ჩაიწერებიან, როგორც ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები საქართველოს უახლეს ისტორიაში. ვწუხვარ, რომ აქამდე მიიყვანეს თავისი თავი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ძალა ჩვენკენაა და უმრავლესობა ჩვენ ვართ“,- განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ