04/03/23794 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - რუსეთი ოკუპანტია და გამორიცხულია, საქართველო დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება - საქართველო ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრ

რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გამორიცხულია, რომ საქართველო რუსეთს რაიმე საქმიანობაში დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ამ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველო ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ გაგრძელებაზე და „ეს არა კეკლუცობა, არამედ აუცილებლობაა“.
„მაშ, რატომ აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს განცდა, რომ კანონპროექტმა, შინაარსის მიუხედავად (თუნდაც ამერიკული შინაარსი ჰქონდეს), შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, როგორც რუსეთში?! ერთი საკითხია, რომ განცდა ნაწილობრივ გამოხატულია განცხადებებში, შეშფოთება და დაზღვევის მცდელობაა, რომ ასეთი კანონი არ იქნეს მიღებული, მაგრამ ჩვენ და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვალდებულები ვართ, ამას პასუხი გავცეთ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნედ პრაისმა თქვა, რომ შეშფოთებულია, რომ ამან [კანონპროექტმა] შეიძლება ისეთი განვითარება მიიღოს, როგორც რუსეთში. აქედან მე ვეუბნები, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გამორიცხულია, რომ საქართველო რუსეთს რაიმე საქმიანობაში დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ამ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, რაც ასევე უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ უფრო გულწრფელია და საქართველოში ვინ ემსახურება დასავლურ ინტერესებს რეალურად და არა წამოყვირებებით და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით.
საქართველო ვერანაირად ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ გაგრძელებაზე, ვინაიდან ეს ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ეს კეკლუცობა და რაღაც საჩვენებელი მიზანი არაა. ეს არის აუცილებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ესაა ქართველი ხალხის მოთხოვნა და თუ ვინმე ამ მოთხოვნას დაუპირისპირდება, მას საზოგადოება ხელისუფლებაში აღარ აირჩევს, ეს არის პრიმიტიული ფორმულა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.