28/02/23719 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობამ“ ქართველი სამხედროები ომის დაწყების გარდა, უმძიმეს დანაშაულში, სამხედრო და ომის დანაშაულში დაადანაშაულა, რაზეც ჩვენ მანამდე არ ვსაუბრობდით

„ნაცმოძრაობამ“ ქართველი სამხედროები ომის დაწყების გარდა, უმძიმეს დანაშაულში, სამხედრო და ომის დანაშაულში დაადანაშაულა, რაზეც ჩვენ მანამდე არ ვსაუბრობდით , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მოცემულობის პარალელურად, დღეს კიდევ ბედავენ და „თავისი სასაცილო თოჯინის“ მეშვეობით გამოდიან და სხვა ადანაშაულებენ.
მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც კი ომს და რეზოლუციას, ანუ მათ მიერ ჩადენილ ღალატს ახსენებ, მაშინვე ხდება მთლიანი „ნაცმოძრაობის“ სრული ლუსტრაცია.
„როგორც კი ომს და რეზოლუციას ახსენებ, ანუ, მათ მიერ ჩადენილ ღალატს როგორც კი ახსენებ, იმწუთასვე სრული ლუსტრაცია ხდება მთლიანი ნაცმოძრაობის. ჩამოიშლებიან ხოლმე და სრული ისტერიაა მათ რიგებში. ახლაც იგივე მოხდა. თუმცა, რაც არ უნდა მოატყუოს ჯარისკაცებს, გენერლებს მათმა გამოყვანილმა სპეციალურად ამ შემთხვევისთვის სასაცილო თოჯინამ, რეალურად ხდება სხვა რამ.
„ნაცმოძრაობამ“ დაადანაშაულა ქართველი სამხედროები ომის დაწყების გარდა, რაზეც ჩვენ მანამდე არ ვსაუბრობდით, უმძიმეს დანაშაულში, სამხედრო და ომის დანაშაულში.
მე შემიძლია ვაჩვენო ქართულ საზოგადოებას მე-11 პუნქტი, სადაც შავით თეთრზე ამ შემთხვევაშიც წერია შემდეგი რამ, რომ ჩადენილ იქნა ორივე მხარეს ომის მიმდინარეობისას დარღვევების ფაქტები, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა, კერძოდ განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას. აი, ამაზე აქვთ ხელი მოწერილი, ამაზე აქვთ მხარი დაჭერილი და ამ მოცემულობის პარალელურად, დღეს კიდევ ბედავენ და თავისი სასაცილო თოჯინის მეშვეობით გამოდიან და სხვა ადანაშაულებენ, რომ თითქოს ამ სხვას უნდა ვიღაცას რაღაც დააბრალოს. რაღა დროს ჯარისკაცებზე და გენერლებზე რამის დაბრალებაა. მათ დააბრალეს უკვე, ეს არის დაბრალება და ჩვენ გავამართლეთ იმ ფონზე, როდესაც მათ ისკანდერის ნაწილებიც კი დაუმალეს გამოძიებას. ამის მიუხედავად, მთავარი მტკიცებულება მოვიპოვეთ, მათ მიერ გადამალული, წარვადგინეთ და ეს მთავარი მტკიცებულება გახდა ერთერთი მთავარი საფუძველი, რომ საქართველოს აეშორებინა ასეთი ბრალდება, რაც მათ ჩვენს ჯარისკაცებს და გენერლებს დააბრალეს“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რამდენჯერაც რუსულ თემას შემოიტანენ მძლავრად იმდენჯერ გაახსენდეს ყველას, რომ ეს არის მათი ხელმოწერილი და მხარდაჭერილი დოკუმენტი, სადაც მათ თავიანთ ქართველ სამხედროებს, ჩვენ გმირ ბიჭებს ომის დაწყებასთან ერთად ომის დანაშაული დააბრალეს და ამაზე მოუწერეს ხელი.
„რამდენჯერაც რუსულ თემას შემოიტანენ მძლავრად და თუთიყუშებივით გაიმეორებენ, პუტინს ახსენებენ, რუსული ოცნება და ა.შ. იმდენჯერ გაახსენდეს ყველას, რომ ეს არის მათი ხელმოწერილი, მათი მხარდაჭერილი დოკუმენტი, სადაც მათ თავიანთ ქართველ სამხედროებს, ჩვენ გმირ ბიჭებს ომის დაწყებასთან ერთად ეს დააბრალეს, ომის დანაშაული და ამაზე მოუწერეს ხელი.
ამიტომ დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, სპეკულაცია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საშიშ და ამავდროულად თავხედ ძალასთან საქმე, რომელიც რეზოლუციას და მათ მავნებლობას და ღალატს ახსენებ თუ არა, იმ წამსვე ისტერიკაში ვარდებიან და გამოაგორებენ ხოლმე ყველა რესურსს, ეს იქნება მედიასაშუალების სხვადასხვა გზები, პიარული სხვადასხვა ხრიკები თუ თავისი ახლად არჩეული სასაცილო თოჯინები და ცდილობენ, აქეთ გადმოიტანონ ისრები. ეს არ გაუვათ, ყოველთვის გაითვალისწინონ ის, რაც იკადრეს თავის დროზე“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA