28/02/23736 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ევროპამ დამნაშავე სააკაშვილის შეფარებით მიგვიყვანა წითელ ზღვრამდე, რომლითაც აქ სამოქალაქო არეულობა შეიძლება მომხდარიყო - იგივე შეცდომა მეორდება კეზერაშვილ-ადეიშვილთან მიმართებაში

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და მისი და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთისგან განსხვავდება.
როგორც პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელებულ დემარშზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს სურს დაუძლურდეს, რომ რამენაირად ციხიდან გავიდეს.
„ვერ გეტყვით შინაარსი რა იყო, იუსტიციის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღების მიქცევის სურვილს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღება ექცევა. მგონი, საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ სიმართლეზე, რომ მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს ექიმებთან, ამას ექიმებიც აცხადებენ. ექიმებს აქვთ სხვა ინტერესი, მას - სხვა. სახელმწიფოს, ექიმების და ჩვენი ინტერესია, ის იყოს ჯანმრთელი იმისთვის, რომ მოიხადოს თავისი სასჯელი. მისი ინტერესია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული, რომ იქნებ რამენაირად გავიდეს ციხიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილს სასჯელი უკვე მისჯილი ჰქონდა, ის ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.
„დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას იმისთვის, რომ არიოს საქართველოში სიტუაცია. 4-5 წელი, სანამ ის შემოიპარებოდა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილდებოდა, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ, კორიდორებში დაატარებდნენ. ის პირდაპირი ჩართვებით ერთვებოდა სხვადასხვა ქალაქებიდან. პირდაპირ მართავდა პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი. ამას ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა დამნაშავე შეფარებულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და არ ხდება მისი საქართველოსთვის გადმოცემა. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ის ახდა. ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა. ვისი ტანკი იდგებოდა ქუჩაში და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ უსაფრთხოების სამსახურმა გადაგვარჩინა. სამწუხაროდ, ევროპამ, მაშინ იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, მიგვიყვანა წითელ ზღვრამდე, რომლითაც აქ შეიძლება სამოქალაქო არეულობა ყოფილიყო.
დღეს იგივე შეცდომა მეორდება. ხედავთ, რომ კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ რამე პროტესტია გასაცხადებელი, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოხატავდეს, მაგალითად, რატომ გადაადგილდება დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპაში თავისუფლად.
„მნიშვნელოვანია, ეს ორი დამნაშავე საქართველოს გადმოეცეს. თვითონაც ხომ აღიარებს დავით კეზრაშვილი, რომ ჩართულია პოლიტიკაში?! ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოჰპარა ქართველ ჯარისკაცებს, შეფარებულია ახლა ევროპის რომელიღაც ქვეყანას და მისი გადმოცემა არ ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც მან განმარტა, მისთვის აუხსნელია რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს.
„ეს არ არის სწორი და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA