08/02/23509 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოჯახის წევრები, ვისთანაც ბადრი ესებუა იმალებოდა, პოლიციაში გადაიყვანეს

ამ წუთებში სამართალდამცველებს იმ ოჯახის სამივე წევრი, რომელშიც ბადრი ესებუა აიყვანეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ. 
ჯერჯერობით უცნობია დააკავებენ თუ არა ესებუას ნათესავებს - ომიანე ჯიქიასა და მისი ოჯახის წევრებს დანაშაულის დამალვის გამო. სამართალდამცველებმა უკვე დალუქულეს სახლი, რომლიდანაც ნივთმტკიცებად იარაღი, ხელყუმბარა და ვაზნები ამოიღეს. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნათესავებს ბადრი ესებუამ 3 თვით შეფარება სთხოვა. 
არსებული ინფორმაციით, ოჯახი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი. ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.
შეგახსენებთ, როგორც "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ესებუა გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 
შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესებუა სამეგრელოში აიყვანეს. მისი დაკავების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York