02/02/231 004 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ხიდაშელი - ლავროვის განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე: „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ“ - მათ ხელისუფლებასთან ყველაფერი გარკვეული აქვთ

საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს - ლავროვის განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, ლავროვის განცხადება არ არის ხელისუფლებისკენ მიმართული, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია.
„საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება. მით უმეტეს არ ხდება, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს, ეს ხომ პირველად არ მომხდა? კრემლის მხრიდან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ მერამდენეჯერ ხდება ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება? ეს განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არ არის არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაკეთებული და მით უმეტეს არ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკეთებული, ჩვენს ხელისუფლებასთან მათ ყველაფერი გარკვეული აქვთ.
ის, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, ჩვენთან ტანკებიდან არ ისვრიან და ეს არის მთავარი მონაპოვარი და ამით იმდენად ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ სხვა არაფერზე ხმას არ უნდა ვიღებდეთ საერთოდ, სხვა პრობლემას არ უნდა ვხედავდეთ, ამაზე შეხმიანებაა ლავროვის მხრიდან და ერთგვარი წინმსწრებად გაკეთებული განცხადებაა, რომ „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ“, ეს არის დამაგრება იმ პროპაგანდის, რასაც ეწევა ხელისუფლება თითქმის ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმათინა ხიდაშელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი გაქრა. მისივე თქმით, გიორგი გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერ-მინისტრი.
„ჩემთვის წყალგამყოფი არის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლით აბსოლუტურად გაქრა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეს დასრულდა. გახარია, რა თქმა უნდა, აღარ იყო, მე არ ვენდობი მოსკოვში განათლებამიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს. დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი იმიტომ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.
არასოდეს დამიმალავს მე ჩემი განწყობა მის მიმართ, ის ჩემთვის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია უნდოდა ბატონ ბიძინას საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მან მინისტრის პორტფელი ვერ ჩაიბარა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY