02/02/23572 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკოლოზ ვაშაკიძე - კარასინ-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკულად არის ფასადური ფიქცია, ისმის შეკითხვა: რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე

აბაშიძე-კარასინის საუბრის შინაარსი ცხადყოფს, რომ ქართულ მხარეს საერთოდ ხელი აქვს აღებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. იმ ფონზე, როცა საქართველომ კარგა ხანია შეაჩერა რუსეთის კრიტიკა საერთაშორისო მრავალმხრივ არენაზე და მასზე ზეწოლა ოკუპაციისა და ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გამო, ის ამ თვალსაზრისით აგრესორს არც ორმხრივ დონეზე უქმნის რაიმე დისკომფორტს , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე.
ზურაბ აბაშიძემ მისი გრიგორი კარასინთან გამომზეურებული სატელეფონი საუბრის ავთენტურობა აღიარა და დასძინა, რომ მასში სკანდალური ვერაფერი იპოვა. თავი რომ დავანებოთ საუბრის არასასიამოვნო უფროს-უმცროსულ ტონალობას, საუბრის სხვა სკანდალურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას: ირკვევა, რომ ოკუპაცია და აგრესია არანაირ პრობლემას არ უქმნის რუსეთს განახორციელოს საქართველოსთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ნებისმიერი, მათ შორის, საკმაოდ მსხვილი პროექტი, რაც უკვე საქართველოს მხრიდან არსებულ, არასახარბიელო სტატუს-ქვოზე ჩუმ თანხმობას ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის სტატუსი გახლავთ პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში, ხოლო კარასინ-აბაშიძის ფორმატი არის ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის ერთადერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ნებისმიერი წამოწყება თუ საქმე უნდა იღებდეს სათავეს. სინამდვილეში კი ირკვევა, რომ ორ ქვეყანას შორის კარგა ხნის წინ დაწყებული მსხვილი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის შესახებ კარასინი შემთხვევით იგებს და ცდილობს ჩააყენოს საქმის კურსში თავისი კოლეგა.
ერთი სიტყვით, ნათლად სჩანს, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკულად არის ფასადური ფიქცია და ისმის კითხვა: რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე. ცხადია, რომ ასეთი საკითხი ინტენსიური ორმხრივი კონტაქტების გარეშე ვერ შეთანხმდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა უამრავ, მათ შორის საკმაოდ საჩოთირო თემებზე, კარგა ხანია არსებობს ინტენსიური ორმხრივი, კულუარული ურთიერთობა, მათ შორის საკმაოდ მაღალ დონეზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA