02/02/23795 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უნდა შექმნილიყო საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა - რას ვერ პატიობს კრემლი მესამე პრეზიდენტს?

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ რუსეთის პირველმა დიპლომატმა პირველად თქვა რას არ პატიობს კრემლი მიხეილ სააკაშვილს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთმა სამხედრო ბაზები იმ პირობით გაიყვანა საქართველოდან თავის დროზე, რომ ქვეყანაში ანტიტერორისტული ცენტრი უნდა გახსნილიყო და საქართველოში მუდმივი ბაზა უნდა მოეწყოთ 1000-მდე რუსი სამხედროსთვის. 
ლავროვი ამბობს, რომ კარგად იცნობს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს ზურაბიშვილს, აქებს ქართულ ოცნებას და აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ რუსებს ვაზიანისა და ახალქალაქის ბაზები დააცლევინა. 
ლავროვი ამტკიცებს, რომ  დასავლეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, და ახლა ამ ომში საქართველოს ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს.
"დასავლეთი საქართველოსგანაც ცდილობდა და ცდილობს, რომ შექმნას ანტირუსეთი, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ჩემთვის კარგად ნაცნობი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2004-05 წლებში და საქართველოსთან ორი დარჩენილი რუსული ბაზის გაყვანის შეთანხმებას მოაწერა ხელი. მაშინ შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, მაგრამ ჩვენ რომ ყველა ვალდებულება შევასრულეთ, მერე მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ამ ცენტრის შექმნაზე და ფაქტობრივად მოგვატყუა. ახლა კი საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, რომელიც მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზებს, არის ასევე მთავრობა, რომელიც არ ეგება დასავლეთის მცდელობებზე, რომ შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მეორე ფრონტი გახსნას და ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.
მათ აქვთ ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი, ასევე ენერგომატარებლები, რომლებსაც აქედან იღებენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ რეგიონში იყოს კონსტრუქციული პოლიტიკა და არ დაბრუნდეს სააკაშვილის დროინდელი აგრესიული პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ ახლა გვინდა, რომ წამოვიწყოთ ფორმატი 3+3, რომელშიც შედის სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა, ასევე თურქეთი, ირანი და რუსეთი. პირველი კონტაქტი შედგა და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ." ამბობს ლავროვი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY