17/01/23552 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - უსახელო და უგვარო დეპუტატების განცხადება რეალურად კობახიძის დაწერილია, მუქარაც არის: „მზად ვართ, სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ“ - „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაზე კონკრეტული გეგმა გვაქვს, დაელ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადება რეალურად „ქართული ოცნების“ პოზიციაა.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ფაქტობრივად, მუქარაც არის: „თუ რამე, მზად ვართ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ რუსული სპეცსამსახურის დამახასიათებელი მექანიზმებით მოქმედებს.
„ჩვენ ხომ გვესმის, ეს უსახელო და უგვარო დეპუტატები რომ გამოვიდნენ, რეალურად კობახიძის დაწერილი განცხადებაა, ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. ფაქტობრივად, მუქარაც არის: თუ რამე, მზად ვართ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება დავაჩქაროთ. ეს ყველაფერი ამას ნიშნავდა. ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ გაკეთებული განცხადება სხვას არაფერს არ ნიშნავს. თვითონ აკონტროლებენ პენიტენციურ სისტემას, ციხეს და ყველაფერს.
ეს არის ალიბის შექმნა იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ რომ დასჭირდეთ, ეს განცხადება გამოიყენონ. ეს არის ალიბის შექმნა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა. ეს არის ძალით ხელისუფლებაში მყოფი არალეგიტიმური, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, უარი უთხრას ევროკავშირის გზას, მიებას რუსეთს, აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც მიმდინარე კვირას გააჟღერებენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა. თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ვიცხოვროთ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, არ ვიყოთ მაჩანჩალა და დავიბრუნოთ დემოკრატიის და რეფორმების ჩემპიონის სტატუსი, ერთადერთი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - „ქართული ოცნების“ მმართველობიდან ჩამოშორება. ამაზე, ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ კვირაში ბევრ სიახლეს გაიგებთ. ამ კვირაში და მომდევნო დღეებში ბევრ სიახლეს ნახავთ. დაელოდეთ. თვენახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრ ადამიანთან გვესაუბრა. სანამ საცივის ჭამით იყო ბევრი ადამიანი დაკავებული, ჩვენ ვმუშაობდით (ამ პრეტენზიას „ქართულ ოცნებას“ ვუყენებ). ქვეყანაში 5 - დღიანი დასვენება გამოაცხადეს, გეგონება აწყობილი იყოს ყველაფერი. ვიძახით, გვშია, ეკონომიკა ასაშენებელია, საქმე გასაკეთებელია და დასასვენებლად წავიდნენ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA