არ მესმის, რატომ აკავშირებს საქართველოს მთავრობა საკუთარ თავს კრემლთან - ჰოჯესი
ომი უკრაინაში, მისი შედეგები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო - ამ საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონიძიებაზე, რომელსაც ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთარუი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესიც ესწრება.
მან თქვა, რომ არ ესმის, რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან.
მან თქვა, რომ არ ესმის, რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან.
"არ მესმის რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან. ვერ ვხედავ საქართველოსთვის ვერცერთ პოზიტიურ შედეგს, თუ ის არ არის უკრაინის მხარეს. სულ მცირე, საჯაროდ განაცხადონ უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორი. არსებობს სანქციები და სხვადასხვა გზა ამის გასაკეთებლად, ეს მნიშვნელოვანია და არ არსებობს რისკი, რომ საქართველოს ომში ჩათრევა მოხდეს", - თქვა ჰოჯესმა.მისი თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ამიერიდან სად გვინდა ყოფნა.