08/01/23727 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში - მიხეილ სააკაშვილი ბროუდერს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მაგნიტსკის სიის" ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებას პასუხობს და მას გამოხმაურებისთვის მადლობას უხდის. განცხადება მესამე პრეზიდენტის Facebook-ზე ვრცელდება. 
მიხეილ სააკაშვილი ბროუდერს მიმართავს და მას სთხოვს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.
"ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის უძლეველობის რწმენასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიცოცხლო მის დასასრულამდე. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირალები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებს ბილ ბროუდერი 23 დეკემებრს გამოეხმაურა:
"ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება" - დაწერა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY