04/01/23957 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ დიდი ბოროტება დატოვა, რასაც იზიარებს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის ცნობილი - ფაქტია, ბევრი ვერ შეიკრიბნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში დიდი ბოროტება დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი ადამიანია და ოჯახია, ვინც „ეს სადისტური მმართველობა განიცადა“.
„ცხოვრების მანძილზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, საკმაოდ დიდი ბოროტება დატოვა, რასაც გარკვეულწილად იზიარებს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო დონეზეც ცნობილია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციებს რაიმე სახის გავლენა, თუნდაც ხელისუფლების პოზიციაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ სხვადასხვა მასშტაბით აქციები გაიმართა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„ეს არ არის იმით გამოწვეული, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ, პირიქით, ინფორმაცია აქვთ და ზუსტად იციან სააკაშვილის „დამსახურებები“ ქართველი ერის წინაშე. უამრავი ადამიანია და ოჯახია, ვინც განიცადა ეს სადისტური მმართველობა, რასაკვირველია, ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ ამ თემის ირგვლივ დესტაბილიზაციის მომწყობი პოლიტიკური გაერთიანება როგორმე წარმატებული იყოს, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებაც შეაფასა, რომლის აზრით, „არ იყო საჭირო ერთი და იგივე მოთხოვნით ორი აქციის გაკეთება და ვაი, იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს“.
„ზოგადად აქცია, რომელსაც ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა ადამიანი ატარებს სწორედ იმ მიზნით, რასაც ჰქვია შერყევა და სააკაშვილის ფაქტორის გარშემო საზოგადოების გაერთიანება, საქართველოში სტაბილურობის შერყევას ემსახურება, რასაკვირველია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს. ფაქტია, რომ ბევრი ვერ შეიკრიბნენ. თავად ხაბეიშვილი გაუგებარი ფიგურაა. ის არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის თუ სხვა პიროვნების ინტერესის გამტარებლად, ის ცდილობს თავისი ინტერესი გაატაროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA