29/12/22470 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მტერმა გამოიყენა 69-ზე მეტი რაკეტა, გავანადგურეთ 54" - უკრაინის გენშტაბი დღევანდელ თავდასხმაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს დილით მასიური სარაკეტო შეტევისას გამოყენებული იყო 69-ზე მეტი რაკეტა, საიდანაც 54 გაანადგურეს.
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ოლექსი გრომოვის ინფორმაციით, მტერმა დილის 7 საათიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე და გამოიყენა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტები, საზენიტო მართვადი რაკეტები და S-300 და S-400 საზენიტო სარაკეტო სისტემები. 
თავდასხმა უკრაინის სამხრეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებში, ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოხდა.
"მტერმა გამოიყენა 69-ზე მეტი რაკეტა. ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 54 რაკეტა", - განაცხადა გრომოვმა.
ბრიგადის გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ 23-დან 28 დეკემბრის ჩათვლით მტერმა გამოიყენა 23 კამიკაძე დრონი, რომელთაგან 19 განადგურა. 
დღეს, 29 დეკემბერს, დილით,  რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, რუსები სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებით სხვადასხვა მიმართულებით თავს დაესხნენ უკრაინას. ასევე დაფიქსირდა ოკუპანტების ტაქტიკური ავიაციის მაღალი აქტიურობა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს უკრაინის რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ქვეყნის დასავლეთით, ოდესასა და კიევის რაიონებში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY