26/12/22747 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინამ გაეროდან რუსეთის გარიცხვის პროცედურა წამოიწყო

რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში საბჭოთა კავშირის ადგილის უზურპატორია - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულებას ინფორმაციითმ გაეროს გადაეცა ყველა დასაბუთება იმისა, რომ რუსეთმა ეს ადგილი 31 წლის წინ, უკანონოდ და წესდების დარღვევით დაიკავა.
"დღეს ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. უკრაინამ წამოიწყო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გარიცხვას გაეროს უშიშროების საბჭოსა და ზოგადად ორგანიზაციიდან.
ჩვენ ოფიციალურ დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი დასაბუთებული პოზიცია იმის შესახებ, თუ რატომ არის არალეგიტიმური რუსეთის ყოფნა გაეროს უშიშროების საბჭოში და ზოგადად ორგანიზაციაში. ჩვენ მივაწოდეთ დეტალური მტკიცებულება იმისა როგორ დაიკავა 31 წლის წინ, რუსეთის დელეგაციამ, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, სსრკ-ის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში - სახელმწიფოსი, რომელმაც არსებობა შეწყვიტა." წერს კულება.
მისივე განმარტებით, დაირღვა გაეროს წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ორგანიზაციის წევრობის ერთადერთ ლეგიტიმურ პროცედურას.
"სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი უბრალოდ თვალს ხუჭავდნენ ამ სამარცხვინო ფაქტზე. მაგრამ უკრაინა არ გაჩუმდება. დღეს ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევისთვის. ეს ბრძოლა ადვილი არ იქნება. ამას დაუპირისპირდება არა მარტო რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით სიცრუეს და გაყალბებას." წერს კულება.
უკრაინა მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, წესდების მიხედვით, გადახედონ ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის ყოფნის ლეგიტიმურობას, ჩამოართვან მას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და მთლიანად გარიცხონ ორგანიზაციიდან.
"გაეროს წევრთა თანასწორობის პრინციპით, რუსეთის ფედერაციამ ორგანიზაციაში წევრობის მოპოვების იგივე საერთაშორისო სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს, როგორც სხვა ქვეყნებმა.
...
უკრაინა იწყებს ყოვლისმომცველ პროცესს, რომელიც მიმართულია ამ მიზნების მისაღწევად და ამ კონტექსტში მზადაა ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან, რათა ერთობლივად დაიცვას გაეროს წესდება და საერთაშორისო სამართალი რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გავლენისგან“ - ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.
კულებას თქმითვე, განცხადების სრული ტექსტი უკვე დევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე და უკრაინის თითოეული ელჩი იმუშავებს დაკისრებული ამოცანის შესრულებაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,