26/12/22902 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მათ კვლევებთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართეს, უწყებამ კი განაცხადა, რომ მათ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.
საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღიად და გამჭირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ქონდეთ წვდომა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული პასუხი", - წერს საგამოძიებო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA