24/12/22714 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სააკაშვილს მინდა ვუთხრა, შენ გიყენებენ - წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
წულუკიანის თქმით, ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა და თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ "წარუმატებელი პოლიტიკოსების" ხელში ინსტრუმენტი იყოს, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.
"მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თანამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება – ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს – კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული" - ამბობს წულუკიანი [სინქრონი ტელეკომპანია "იმედი"]
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად გიორგი მარგველაშვილის სახელით გავრცელდა წერილი რომლის ადრესატი ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაა და მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირები აწერენ ხელს.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY