Le Figaro: მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის აჩრდილია
"ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო მოსმენის დროს ძალიან დასუსტდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი "საკუთარი თავის აჩრდილია". გამოცემა წერს, რომ ხუთშაბათს, თბილისში გამართულ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტი და ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი ოპონენტი დასუსტებული და გაფითრებული გამოჩნდა.
"სატელევიზიო არხებით გადაცემული კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზოგადოებაზე თავისი შთამბეჭდავი აღნაგობით დომინირებდა, დღეს ბალიშზე მიყრდნობილი გამოჩნდა, ხელები უკანკალებდა და მისი თმა, რომელიც ოდესღაც შავი იყო, გაჭაღარავდა" - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა მოსმენაში, რომლის მიზანიცაა გადაწყვიტოს, უნდა დარჩეს თუ არა ის პატიმრობაში. "მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო ითხოვენ მის საზღვარგარეთ ჰოსპიტალიზაციას" - წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადარჩენასა და გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.