17/12/221 049 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იენს სტოლტენბერგი - პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის

პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ხოლო ნატო-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდამჭერმა და იარაღის მიწოდება, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ “ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია”.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინმა “უარი თქვა თავის საერთო მიზანზე - უკრაინის კონტროლზე”.
“სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, მზად არიან დიდი დანაკარგებისთვის, უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ.
უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი საიერიშო ოპერაციებისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “დიდი ალბათობით ეს ომი, როგორც ომების უმეტესობა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს “უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება”.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ “დისკუსია მიმდინარეობს”, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ საკმარისი საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილი აქვთ, რათა უკვე მიწოდებულმა შეიარაღებამ იმუშაოს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პუტინის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ რიტორიკას “უგუნური და საშიში” უწოდა.
“მისი მიზანი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA