12/12/22670 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკოლოზ სამხარაძე - ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა რუსეთი თავის განცხადებებით და ქმედებებით ცდილობს საქართველოში დათესოს შიდა არეულობა და დესტაბილიზაცია

ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა რუსეთი თავის განცხადებებით და ქმედებებით ცდილობს საქართველოში დათესოს შიდა არეულობა და დესტაბილიზაცია, - ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენას გეგმავს.როგორც სამხარაძემ განაცხადა, უკეთესი იქნება, თუ მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგებიან.
„ამ განცხადებაზე უკვე პასუხი გასცა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხებში მოლაპარაკებებში და მან თქვა, რომ არავითარი მსგავსი კომუნიკაცია რუსეთთან არ ყოფილა და ეს საკითხი საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა რუსეთს ამის წარმოჩენა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როცა რუსეთი თავის განცხადებებით და ქმედებებით ცდილობს საქართველოში დათესოს შიდა არეულობა, დესტაბილიზაცია, რათა უხეშად რომ ვთქვათ, ეს თემა აგორდეს, რომ შემდეგ ჩვენ, პოლიტიკოსებმა განცხადებები ვაკეთოთ. ასე რომ, უკეთესი იქნება თუ ამ პროვოკაციებს არ წამოვეგებით და დავუჯერებთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძეს,"- განაცხადა სამხარაძემ.
რაც შეეხება რუსეთთან სავიზო პოლიტიკას და ამ საკითხზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას, რომ ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეთ, სამხარაძე აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ამ საკითხის დარეგულირება პროცედურულად რთული შეიძლება იყოს.
„სავიზო პოლიტიკაზე (ერთიანი) მიდგომა უნდა ჰქონდეთ კანდიდატ ქვეყნებს, ეს განცხადება გაკეთებული იყო ბალკანეთში. ამ თემასთან დაკავშირებითაც გვაქვს კავშირი და კომუნიკაცია ევროკავშირთან, თუმცა, ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებთან და ევროპის ქვეყნებსა და რუსეთის ურთიერთობებს შორის. ეს განსხვავება გამოიხატება იმაში, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს არ აქვს საელჩო რუსეთში, არ ჰყავს ელჩი და ალბათ, დიდი ხანი არ ეყოლება. აქედან გამომდინარე პროცედურულადაც ეს შეიძლება რთული საკითხი იყოს და ერთგვარი ვიზა, რომელიც მოქმედებს ეს არის საზღვარზე, მესაზღვრის მიერ დარტყმული შტამპი, ამ შემთხვევაში მესაზღვრეს აქვს უფლება თავის დისკრეციის მიხედვით შემოუშვას ან არ შემოუშვას ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქე“, - განაცხადა სამხარაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY