11/12/22596 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და სასამართლო პროცესი - გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ მოხდება.
„საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ, არ იქნება. მეტიც, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სასამართლო პროცესი. ამიტომ, ცხადია გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში. ასევე, მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად, ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ყველა შემოთავაზება მანიპულაციისგან დაცლილი უნდა იყოს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მზად არის მიიღოს შემოთავაზების ნებისმიერი ფორმა, რომელიც მათ შორის ნიკა მელიასთვის იქნება მისაღები.
„სწრაფად უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გეგმა, როგორ აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მოქმედებას. ხალხთან უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებდი მას. თუ მობილიზება გვჭირდება, სჯობს, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე, სწრაფად გადაწყდეს თარიღი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA