08/12/22516 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას გულისხმობს. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ავტორები არიან: სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი.
„პუტინმა წარმოუდგენლად ნათლად აჩვენა თავისი ქმედებებით და სიტყვებით, რომ მისი მიზანია გააქროს უკრაინელი ხალხის არსებობა. მე პირადად მინახავს მისი სისასტიკე ირპენისა და კიევის რეგიონებში.
რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა თავიდან აიცილოს მომავალი გენოციდი და მხარს უჭერს ამ საშინელი დანაშაულების გამოძიებას, რათა ამ პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფრის კეთება, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“.“, - თქვა სენატორმა ჯიმ რიშმა, რეზოლუციის ავტორმა. 
საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს სენატის სხმა წევრებმაც. ბენ კარდენმა ღიად თქვა, რომ 
„დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის განმავლობაში, ეწინააღმდეგება უამრავ საერთაშორისო კონვენციას და შეიძლება შეფასდეს მხოლოდ გენოციდად.
„უკრაინელმა ხალხმა აჩვენა თავისი მონდომება და უნარი, თავიდან აიცილოს მიმდინარე თავდასხმები, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეები შეეწირება მანამ, სანამ რუსეთი არ გაიგებს მისი ამაზრზენი ქმედებების შედეგებს. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.“, - თქვა ბენ კარდინმა. 
ეს რეზოლუცია: 
  • გმობს რუსეთს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის გამო;
  • მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას, რათა აღკვეთონ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის გენოციდის შემდგომი ქმედებები;
  • მხარს უჭერს ტრიბუნალებს და საერთაშორისო კრიმინალურ გამოძიებებს, რათა აგრესიული ომის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდის გამო პასუხისგებაში მეცნენ რუსი პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო პერსონალი;
  • მოუწოდებს პრეზიდენტს გამოიყენოს Global Magnistky-ის სანქციები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გენოციდის პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე;
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ