ახლა ყველაზე ცხელი ვითარება ბახმუტთან და სოლედარშია - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. საღამოს ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტთანაა:
შეგახსენებთ, სწორედ ბახმუტთან მძიმე ბრძოლას ემსხვერპლა რამდენიმე საათის წინ, 5 ქართველი მებრძოლი.
"დონეცკის რეგიონში - ბახმუტში, სოლედარში - ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენი გმირები, რომლებიც იქ იცავენ, ყველა, ვინც იქ არის, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას." - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, სწორედ ბახმუტთან მძიმე ბრძოლას ემსხვერპლა რამდენიმე საათის წინ, 5 ქართველი მებრძოლი.