ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს - ზურაბიშვილი
უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება:
"დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს" წერს ზურაბიშვილი.