22/11/22509 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება - ჰანს კლუგე უკრაინაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე ამბობს, რომ ეს ზამთარი უკრაინაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მისი თქმით, ენერგეტიკული კრიზისი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე შეზღუდვა, ვირუსული ინფექციები ამ ზამთარ უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და ხალხისთვის დიდი გამოცდა იქნება.
"მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 თვის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 703 თავდასხმა აღრიცა სამედიცინო ობიექტებზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევა.
ჯანდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განგრძობადი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს - აკლია საწვავი, წყალი და ელექტროენერგია ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სამშობიაროებს ესაჭიროებათ ინკუბატორები; სისხლის ბანკებს სჭირდებათ მაცივრები; ინტენსიური თერაპიის საწოლებს ესაჭიროებათ ვენტილატორები; და ყველაფერს ენერგია სჭირდება. [...]
დღეს 10 მილიონი ადამიანი - მოსახლეობის მეოთხედი - ელექტროენერგიის გარეშეა. სიცივემ შეიძლება მოკლას. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს", - თქვა კლუგემ. 
მან აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, უნდა იპოვონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სერვისებს გააგრძელონ მუშაობა ზამთრის განმავლობაში. კლუგემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY